вторник, 19 апреля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლოს ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება  და რედაქტირება. მოვისმინეთ პროექტების პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.ამ ტრენინგის კურსის გავლა ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის.განსაკუთრებით კარგია პროექტზე მუშაობის ტექნიკის დაუფლება,ვისწავლე კომპიუტერთან მუშაობის საიტერესო ფორმები.აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება მოსწავლეებთან ერთად განვახორციელო სასარგებლო პროექტები.
დიდი მადლობა ნინო თქვენი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის.სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ ერთხელ თქვენთან.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

четверг, 14 апреля 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ გეგმის შევსება .ასევე გავეცანით თუ როგორ ვიმუშავოთ გუგლი -ფორმებში.შევქმენით კითხვარების ფორმები,ვისწავლეთ რედაქტირება და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

პროექტის გამოკითხვა

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე  

среда, 13 апреля 2016 г.

კითხვები:

1)ფიქრობთ თუ არა,რომ ბუნების დაცვა ყველა ადამიანის მოვალეობაა?
   ა)კი                                               ბ)არა
2)არის თუ არა საქართველოში ეკოლოგიური პრობლემა
  ა)კი                                                ბ)არა
3)როგორ დავიცვათ გარემო მავნე ნივთიერებებისაგან?
4)უნდა მოხდეს თუ არა ეკოლოგიური პრობლემების აღწერ სტატისტიკურად?
 ა)კი                                                 ბ)არა
5)როგორ ებრძვის ჩვენი ქვეყანა ეკოლოგიურ პრობლემებს

вторник, 12 апреля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე .განვიხილეთ მოსწავლეთა დასახმარებელი  ინსტრუმენტები. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთა  მხარდასაჭერად.ასევე ვიმუშავეთ ბლოგზე,ვისწავლეთ სხვადასხვა სახის გაჯეტების,როგორიცაა სურათების, გამოკითხვების შექმნა და დამატება.

четверг, 7 апреля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით .რომ მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის გამოქვეყნება .ასევე შევქმენი მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების  სქემა,სადაც გავწერე  შეფასების კრიტერიუმები.

вторник, 5 апреля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღეს განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდულები ,ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს მოპოვებული ინფორმაციის სწორი აღრიცხვა,რათა არ დაირღვეს საავტორო უფლებები.გავიხსენეთ სლაიდ-შოუს შექმნა და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო  ნიმუშის გაკეთება.